რეზონანსი
30.11.2022

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ სასამართლომ კომპანიას და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება თბილისის მერის, კახი კალაძის სარჩელს.

ნოდარ მელაძე წერს, რომ "ტვ პირველი" თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ინკასო ადევს. მისი ვარაუდით, შემდეგი ნაბიჯი იქნება აღსრულების ბიუროსთვის მიმართვა.

"იმის გამო რომ, კახი კალაძეს მაია მამულაშვილის დასმული კითხვა არ მოეწონა, სასამართლომ ტვ პირველს და მაია მამულაშვილს დააკისრა 15 ათასი ლარის გადახდა.

ტვ პირველი ამ თანხას ვერ გადაიხდის, რადგან ანგარიშებს ადევს ინკასო. შესაბმისად შემდეგ ნაბიჯი იქნება კალაძე აღსრულებას მიმართავს, რომ ტელევიზიიდან კამერები წაიღოს, ან მაია მამულაშვილის სახლიდან, ამ თანხის ოდენობის ნივთები, სამეული, მაცივარი და ან ტელევიზორი.

ველოდებით აღსურლების სამსახურის, მერის მიმართვის საფუძველზე როგორ შემოდის ტელევიზიაში, ნივთების წასაღებად.

p.s. კახა კალაძე ჩემს კომპიუტერს ვერ წაიღეთ, ტელევიზიის არაა ჩემია და სადაც ვმუშაობ ყველგან თან დამაქვს", - წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, კალაძემ იჩივლა 2022 წლის 5 ივნისს ,,ტვ პირველის" ეთერში, მაია მამულაშვილის საავტორო გადაცემაში ჟურნალისტის ნათქვამი სიტყვების გამო, რომ "კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია". მერის ადვოკატ გაბუნიას თქმით, ჟურნალისტის განცხადება მიზნად ისახავდა კალაძის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის შელახვას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×