რეზონანსი
30.11.2022

როდესაც, ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აი ამ დინამიკის საფუძველზე გვიანონსებს და პროგნოზირებს, რომ 2027 წელს, შეიძლება გადავაჭარბოთ ერთ სულ მოსახლეზე 10,000 დოლარს, ეს არის ის, რაც ვერ წარმოგვედგინა და არის ძალიან პოზიტიური ამბავი, რასაც სამწუხაროდ ასევე ებრძვიან, - განაცხადა ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, დაფინანსება ყველა მიმართულებით იზრდება, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

„მშვიდობასთან და ეკლესიასთან ერთად ებრძვიან ქვეყნის სტაბილურ, ეკონომიკურ, სწრაფ განვითარებას. ამიტომ, ამის წინააღმდეგ ხან რუსეთი-უკრაინის ომით სარგებლობას დაარქმევენ ხოლმე და ათასგვარ საოცრებას იგონებენ, რომ ეკონომიკას, ტურისტულ პოტენციალს დაარტყან, ქვეყნის წარმატებას და განვითარებას დაარტყან, მაგრამ რეალურად იზრდება ყველა მიმართულებით დაფინანსება, რაც თითოეულ მოქალაქეზე, ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება პოზიტიურად", - განაცხადა მდინარაძემ.

გაზრდილი სოციალური ხარჯები, განათლება, ინფრასტრუქტურული პროექტები - ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებული ვერსია პარლამენტშია. პირველი ვერსიისგან განსხვავებით, დაზუსტებულ ვარიანტში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ბავშვების ფინანსური დახმარების ზრდაც.

2023 წელს ასევე იზრდება პენსიები, ჯარისკაცების, პოლიციელების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები. 2023 წლის ბიუჯეტი კანონმდებლებმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×