რეზონანსი
30.11.2022

"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძემ კონკრეტულად არ ასახელებს თუ ვის ინტერსშია პარტიის დასუსტება, თუმცა, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევებიდან ენმ გაძლიერებელი გამოვიდეს.

"ვინ გადაწყვიტა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დასუსტდება ან დასუსტებულია?! - გამოწვევებია, რომელიც ნამდვილად არ მომწონს. პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ამ პროცესიდან ჩვენ გამოვიდეთ გაძლიერებულები. ვინც ოდნავ მაინც გადაუხვევს იმ გზიდან, რასაც ჰქვია პარტიის გაძლიერება, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ინტერესი არ დაემთხვევა, ჩემს ინტერესებს. რაც შეეხება როგორი უნდა იყოს პროცესი, პროცესი თუ იქნება გამჭვირვალე, ურთიერთბრალდებებისგან დაცლილი და ყველა მხარეს ჰქონდეს სრულფასოვანი განცდა იმისა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ, მაშინ ეს იქნება ძლიერი პროცესი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×