რეზონანსი
01.12.2022

საქართველოს საკითხი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების დღის წესრიგში არის პრიორიტეტული და წინა პლანზე წამოწეული. ეს ადასტურებს ჩვენს ქვეყანაზე მეტი ყურადღების და მეტი რესურსების კონცენტრაციას ალიანსის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ისაუბრა.

„ნატოს მოკავშირეებმა ერთხმად დააფიქსირეს კიდევ ერთხელ ბუქარესტის 2008 წლის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება, რომ ნატოს კარი არის ღია და საქართველო გახდება ალიანსის წევრი სახელმწიფო. ის, რომ პარტნიორებმა, ნატს მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა, რომელიც იმყოფება რუსეთის ზეწოლის ქვეშ", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×