რეზონანსი
01.12.2022

დღეიდან, „ლიბერთი“ განვადების აქციას იწყებს, რომელიც 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება და  მომხმარებელს ოჯახისთვის საჭირო ნივთების ან  მეგობრებისთვის საჩუქრების განვადებით შეძენას მომენტალურად, ხელსაყრელი პირობებითა და გამარტივებული პროცესით სთავაზობს.

„ლიბერთის“ განვადებით სარგებლობისთვის  საკმარისია შეარჩიოთ და დამატებითი საკომისიოს გარეშე შეიძინოთ სასურველი ნივთი, ხოლო თანხის გადახდა დაიწყოთ განვადების მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

„ლიბერთი“ განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მომხმარებელს, რომელსაც გააჩნია ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი - ხელფასის, იჯარის, გზავნილის ან პენსიის სახით.

,,ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. 

განვადების ახალი აქციით, მოხარული ვართ რომ წინაასახალწლოდ, ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საჩუქრები თუ ოჯახისთვის საჭირო ნივთები შეიძინონ დღესვე და გადახდა დაიწყონ სამი თვის შემდეგ“, - განაცხადა სალომე სტურუამ, „ლიბერთის“ განვადებების განყოფილების უფროსმა.

პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალის სანახავად  ეწვიეთ: http://bit.ly/3OJAzAT

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×