რეზონანსი
01.12.2022

გიული ალასანია ჟურნალისტებს კომპანია „გლობალ პოინტზე" ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ ეს არა ლობისტური, არამედ იურიდიული კამპანიაა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის არგუმენტები უფრო დამაჯერებელი უნდა გახადოს.

„იმისთვის, რომ უფრო დამაჯერებელ იყოს ის დიაგნოზები, რაც ჩვენ ისედაც გვქონდა სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ, მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების - ექიმების შემოყვანა. არ არიან ესენი ლობისტები. ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავეთ იმიტომ, რომ იმ ყველაფრის გასამაგრებლად გვჭირდებოდა, რაც აქ ხდება", - განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×