რეზონანსი
01.12.2022

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით სერგეენკო მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნაში ეჭვი შეიძლება მხოლოდ ექიმმა შეიტანოს და არა პოლიტიკოსმა.

"ფორმულას" კითხვაზე, რატომ არ მოინახულა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა თავად მიხეილ სააკაშვილი, სერგეენკო პასუხობს, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა:

"სამედიცინო დასკვნაში შეიძლება ეჭვი შეიტანოს ან არ შეიტანოს მხოლოდ ექიმმა კლინიცისტმა და არა პოლიტიკოსმა. ერთადერთი მიზეზი გამო იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ავადმყოფის, გაჭირვებულის და პატიმრის შესახებ ზრუნვა ყველა ადამიანის ვალია, მე მართლაც გულწრფელად მჯერა, რომ პოლიტიკური ანგაჟირება ამ საკითხის, მხოლოდ ვნებს ამ ადამიანის ჯანმრთელობას. ჩემი იქ მისვლა იქნებოდა არა ექიმი კლინიცისტის ჩართულობა, არამედ პოლიტიკური ნაბიჯი. ნებისმიერი პოლიტიკური ტემპერატურის აწევა, მხოლოდ ავნებს ამ ადამიანს. მე ასე ვთვლი, რომ ჩემი მისვლა იქნებოდა როგორ არა ექიმის მისვლა, ჩემზე უკეთესი ექიმები არიან ჩართული მის მკურნალობაში, არამედ პოლიტიკუი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავდა ამ პოლიტიკურ ტემპერატურას".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი მოკვლევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საექსპერტო დასკვნა მომზადდა. ცენტრ "ემპათიას" მედიკოსებისა და უცხოელი ექსპერტების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მთავარი რეკომენდაცია მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა, რადგან მისი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×