რეზონანსი
01.12.2022

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს. იენს სტოლტენბერგმა განცხადება, ბერლინში უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსისთვის საქართველო და შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია და მისი თქმით, ალიანსი აცნობიერებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობა.

„პირველ რიგში, საქართველო ნატოს ფასეული პარტნიორია. ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობას ვაძლიერებთ და ივნისში, მადრიდში გამართული სამიტის დროს ამის შესახებ მკაფიო გზავნილი გავაკეთეთ, ამის შესახებ ვისაუბრეთ ბუქარესტშიც, მინისტერიალზე, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა. ჩვენ მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს. ჩვენ გავაძლიერეთ პოლიტიკური თანამშრომლობა და პრაქტიკული მხარდაჭერა. ეს ყველაფერი იმ ფაქტზე მეტყველებს, რომ შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. ნატომ შუა ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა პირველ რიგში იმიტომ, რომ რეგიონში მდებარეობს ალიანსის 3 წევრი სახელმწიფო, და ასევე იმიტომ, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის მჭიდრო პარტნიორები არიან. საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას მომავალშიც განვაგრძობთ, რადგან ვაცნობიერებ თუ როგორი მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავს პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×