რეზონანსი
02.12.2022

"ვივამედში" მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ტოქსიკოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით სააკაშვილის პოზიციის გასაგებად და ნიმუშების ასაღებად მივიდა.

გამომძიებლის განმარტებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო უწყება სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო ნიმუშების აღებას სთავაზობს.

"ჩვენ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩატარდეს შესაბამისი ნიმუშების აღება. საქმეზე ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზები. ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. არც ადვოკატების მხრიდან, რომლებიც ჩართული არიან გამოძიების პროცესში, არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შესაძლოა რაიმე უცხო სხეულები ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში," - აცხადებს გამომძიებელი.

საგამოძიებო უწყების ვიზიტს აფასებს მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მსჯავრდებული კვლევის ჩატარების წინააღმდეგი არ არის. მისივე ინფორმაციით, სააკაშვილის საქმე მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა, მას ერთხელ უკვე გამოტანილი აქვს სააკაშვილის საქმეზე განაჩენი, რომელიც დაცვამ სტრასბურგში გაასაჩივრა. ადვოკატმა შესაძლოა მოსამართლის აცილება მოითხოვოს.  

"ჩვენ რომ არ გვეთქვა, რომ ტოქსიკოლოგია, ანუ გამოდის რომ ისინი აღარ ჩაატარებდნენ, დარჩებოდა ყურადღების მიღმა უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამაზეა საუბარი, რამდენად დაინტერესებული არიან, რომ გაარკვიონ ობიექტური ჭეშმარიტება. ჩვენ პრინციპში, არ ვართ ამის წინააღმდეგი. არავითარ შემთხვევაში, ასეთი საქმე არ უნდა დაეწეროს იმ ადამიანს, რომლის საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მერე მხარემ, ბრალდებულმა ან მსჯავრდებულმა გაასაჩივროს და თქვას, რომ ეს ადამიანი იყო მიკერძოებული," - აცხადებს ადვოკატი.

რუსთავი2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×