რეზონანსი
02.12.2022

ეუთო-ში აშშ-ის ელჩის მაიკლ კარპენტერის განცხადებით, 2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც სამწუხაროდ, შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, - ამის შესახებ

ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინამდე იყო საქართველო და შეიძლება ითქვას, რომ ყოფილიყო საერთაშორისო საზოგადოების უფრო ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა, არ ყოფილიყო 2014 წელს ყირიმი და არ ყოფილიყო ახლა ის ომი, რომელსაც მთელს უკრაინაში ვხედავთ, როგორია თქვენი პოზიცია, კარპენტერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო.

„ჩემი აზრით, 2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც, სამწუხაროდ, შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. გეთანხმებით, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო და ამ გაკვეთილიდან სწორი დასკვნა რომ ვერ გავაკეთეთ, ამან კრემლს 2014 წელს ყირიმში შეჭრის და დასავლეთ უკრაინის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცა. მაშინ უფრო მკაფიო რეაქციები იყო, თუმცა, ისევ ნაკლებად ეფექტური, რადგან ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან, სასტიკ ომს, კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო ომის დანაშაულებით, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ნამდვილად ვერ უარვყოფთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი ქვეყნიდან დაიწყო. საქართველო კვლავ იტანჯება ოკუპაციისგან, ბორდერიზაცია ტკივილს აყენებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და ეს კონფლიქტი კვლავ გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის შემთხვევისგან განსხვავებით, ცხელი კონფლიქტი არ არის", - განაცხადა კარპენტერმა „საქართველოს პირველ არხთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×