რეზონანსი
02.12.2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანის განცხადებით, მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ამერიკის საელჩო განაგრძობს ადვოკატირებას, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები.

„ჩვენ ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას. ვეცნობით ახლახან მიღებულ დასკვნას, ისევე როგორც სხვები. საკმაოდ ვრცელი დასკვნაა და ნაწილი ჯერ კიდევ არ თარგმნილა ინგლისურ ენაზე. მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ჩვენ ყველა ველოდით სანდო სამედიცინო დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა არის მისთვის საუკეთესო.

არაერთხელ გვითქვამს, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, სააკაშვილი იღებდეს სამედიცინო დახმარებას, რომელიც მას სჭირდება და რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას მთავრობისადმი, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით",- განაცხადა კელი დეგნანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×