რეზონანსი
02.12.2022

კრემლში მზად არიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან შეთანხმებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა "მედუზა" კრემლთან და რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარები გაიყვანოს იმის გარანტიების სანაცვლოდ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უკრაინის ტერიტორიის გავლით ტრანზიტს უწყვეტად შეძლებს.

"მოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ კრემლსა და მთავრობაში "შეთანხმებისთვის მზაობა არსებობს". [ნავთობისა და გაზის] მოპოვება და გაყიდვა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ბიუჯეტისთვის", - წერს გამოცემა.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო ასეთი შეთანხმების შესაძლებლობა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×