რეზონანსი
02.12.2022

საქართველოს ევროპულ ოჯახში ხილვას ემხრობა არა მხოლოდ კანცლერის პარტია, არამედ კოალიციაში მყოფი სხვა ჯგუფებიც. უკრაინაზე რუსულმა აგრესიამ ევროკავშირის ყველაზე ტრადიციულ სახელმწიფოსაც კი შეაცვლევინა მიდგომები. თუ ბერლინისთვის ევროპულ სიბრტყეში სხვების ხილვა სირთულეს წარმოადგენდა, ახლა ევროკავშირის გაფართოვებაზე ღია დისკუსია გახსნა. გერმანელები უკვე იმაზე საუბრობენ, თუ როგორ შემოიყვანონ ახალი წევრები ევროპულ სივრცეში, მათ შორის საქართველო. ეს კი ყველა იმ შეხვედრაზე დადასტურდა, რომელიც ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნდესტაგსა და რაიხსტაგში გამართა.

ქართველი კანონმდებლები ამბობენ, რომ გერმანიაში განწყობები საკმაოდ შეცვლილია, ქვეყანაში დიდი მსჯელობა მიდის იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გაფართოება. გერმანიაში აფიქსირებენ, რომ საქართველოს ადგილი სწორედ ევროპულ ოჯახშია.

ყველას აქვს ერთიანი პოზიცია - ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესის მრავალპარტიული და მრავალფრაქციული მხარდაჭერა. ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ვფიქრობ, სრული გაცნობიერებაა, რომ სჯობდა, საქართველოს მიმართ ივნისში გადაწყვეტილება ყოფილიყო პოზიტიური. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით გადაწყვეტილება შემდეგში პოზიტიური იქნება,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×