რეზონანსი
03.12.2022

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ფიქრობს, რომ გაზაფხულამდე შესაძლოა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის, ზავის ან მოლაპარაკების შესახებ მკაფიო კონტურები გამოიკვეთოს. შესაბამისი განცხადება მან რომში, ხმელთაშუა ზღვის დიალოგების კონფერენციაზე გაავცელა.

დიპლომატი უფრო მკაფიო ნაბიჯებს ელოდება, რაც მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნებს. მანამდე თურქეთის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ერთ-ერთ საკითხად სწორედ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენა განიხილეს.

„ანკარა უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის უფრო ნათელ სურათს ელოდება ან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას 2023 წლის გაზაფხულამდე. ვფიქრობ, ჩვენ ასევე უნდა დავარწმუნოთ ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე, რომ ახლავე დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. უკრაინა წინ მიიწევს, იბრუნებს ზოგიერთ ოკუპირებულ ტერიტორიას, თუმცა სანაცვლოდ რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ ცხოვრება რთულდება, განსაკუთრებით უკრაინელებისა და ჩვენთვის. ვფიქრობ, გაზაფხულამდე გვექნება მკაფიო სურათი ცეცხლის შეწყვეტის, ზავის ან მოლაპარაკების შესახებ. თურქეთი ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს", - აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×