რეზონანსი
03.12.2022

31 წლის ქართველი მამაკაცი, რომლის მიმართ იტალიის ხელისუფლებამ დაპატიმრების ევროპული ორდერი გასცა, პერისტერში, ატიკის უსაფრთხოების დირექტორატის საგამოძიებო დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

ბერძნული გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს იტალიის ხელისუფლება ეძებდა, ის კი ათენში იტალიიდან გაიქცა.

როგორც ცნობილია, ერთი წლის წინ კაცმა კალაბრიას რეგიონში 3 თანამზრახველთან ერთად, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღა, მძევლად სახლის მეპატრონე და მისი ოჯახის წევრები აიყვანა, ჩვილი დედის თვალწინ აწამა, რათა ქალს მისთვის გაემხილა თუ სად იყო სეიფი.

დაკავებულ 31 წლის კაცს ყაჩაღობა და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×