რეზონანსი
03.12.2022

აშშ და მთელი მსოფლიოს ქვეყნები არასდროს აღიარებენ იმ ტერიტორიებს, რომელთა უკანონო ანექსირება რუსეთმა 2014 წელს და ახლა მოახდინა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი მზად არის, ჩაერთოს დიპლომატიაში, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან პოტენციური საუბრით, თუმცა რუსებმა ნათლად განაცხადეს, რომ არ არიან განწყობილი კონსტრუქციული დიალოგისა და კონსტრუქციული დიპლომატიისთვის.

„ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ორიენტირებული ვართ რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათი ქმედებებისთვის, უკრაინის მხარდაჭერაზე, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსული აგრესიისგან და პრეზიდენტ პუტინის ომის შედეგების შერბილებაზე დანარჩენ მსოფლიოში. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად", - აღნიშნა ნედ პრაისმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×