რეზონანსი
03.12.2022

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინელი ქალებისთვის რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპიდან მოდის, სადაც, მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები.

ზახაროვას მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, უკრაინის ყოფილმა ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლუდმილა დენისოვამ და გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პრამილა პატენმა „უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს რუსი სამხედროები უკრაინელი ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაში და მათი სიტყვები ტყუილი აღმოჩნდა".

„უკრაინელი ქალებს რეალური საფრთხე არა რუსეთიდან ელით, არამედ ევროპაში. შვედეთის თანასწორობის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც პირდაპირ წერია, რომ უკრაინელი ლტოლვილები სულ უფრო ხშირად ხდებიან სუტენიორობისა და სექსუალური მონობის მსხვერპლნი", - წერს ზახაროვა "ტელეგრამ" არხზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×