რეზონანსი
03.12.2022

რადგან მოხდა ის, რაც მოხდა, ახლა უკვე სხვა გამოსავალი არ არის, იგივე სტატუსკვო პარტიაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ შენარჩუნდება, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას - შესაძლებელია თუ არა პარტიაში დაგეგმილი არჩევნები დაპაუზდეს, ან გადაიდოს.

მისი თქმით, პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობით იქნება მიღებული.

„თავის დროზე პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ვიმედოვნებდი, ის საკითხი დამდგარიყო, რა საკითხიც სხვა შენობაში დააყენეს და ეს უხერხულობა ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის, თემო ჯანაშიას არ შეექმნებოდა. პოლიტიკურ საბჭოზე რა საკითხიც დადგება, დადგება და გადაწყვეტილებას მივიღებთ უმრავლესობით. პროგნოზირებადი იყო ეს ყველაფერი, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები დაახლოებით, დაემთხვეოდა ამ თარიღებს, ამიტომ მე ვემხრობი ძლიერ "ნაციონალურ მოძრაობას" და ვემხრობი პროცესების მაქსიმალურად დარეგულირებას. რახან მოხდა ის რაც მოხდა, ახლა უკვე სხვა გამოსავალი არ არის, იგივე სტატუსკვო პარტიაში ვერ შენარჩუნდება ვერავითარ შემთხვევაში, თუმცა რა თქმა უნდა, მაქსიმუმ ორ კვირაში, გვეცოდინება რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ანუ დატოვებენ სასიკვდილოდ გაწირულს საავადმყოფოში, თუ გადაიყვანს.

ახლა, რომ მეკითხებით პროცესის შეჩერებაზე და გადადებაზე - ეს ხომ ცნობილი იყო რომ მოხდებოდა?! ეს უხერხულობა რომ შეიქმნებოდა ხომ ვიცოდით?! 1 წლის წინ არ ვიცოდით, რომ ყოველდღე ემზადებოდა ადვოკატი სარჩელის შეტანისთვის სასამართლოში?!" - განაცხადა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×