რეზონანსი
05.12.2022

ჩვენ ვაძლიერებთ მიუკერძოებლობის და აპოლიტიკურობის მომენტს, რომელიც ამ დასკვნაში პოზიტივშია წარმოდგენილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას „ქრონიკასთან" განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ეს პროცესი დააზიანოს.

„ამ დასკვნაში წერია - იქნებ კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს კომისიის ყველა დონეზე წევრთა შერჩევის პროცესი. ეს რეკომენდაცია ჯერ კიდევ შარშან, 2021 წელს წარმოადგინეს მათ, როდესაც მმართველი გუნდის და ოპოზიციის თანათავმჯდომარეობით მუშაობდა სამუშაო ჯგუფი. ზუსტად, ამის გამოხმაურება იყოს ის, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში შევჯერდით, რომ ყველა დონეზე 17-კაციანი კომისია მიგვეღო, რომლისგანაც 8 ადამიანი იქნებოდა არაპარტიული ნიშნით არჩეული, ხოლო 9 ადამიანი იქნებოდა ის, ვინც წარმოადგენდა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს. ჩვენ წავედით იმ კონკრეტულ წინადადებაზე, რომ დღეს ჩვენ გვაქვს 150-დან 74 მანდატი და 74 ადამიანსაც ჰყავს ერთი წარმომადგენელი თითოეულ დონეზე და თითოეულ კომისიაში, ისევე როგორც თუნდაც 2, 4 ან 3-კაციან პოლიტიკურ სუბიექტებს. ამაზე მეტი გამჭვირვალეობა რა შეიძლება იყოს? ჩვენ ვაძლიერებთ მიუკერძოებლობის და აპოლიტიკურობის მომენტს, რომელიც ამ დასკვნაში პოზიტივშია წარმოდგენილი.

როდესაც ჩვენ პირველი მოსმენის შემდეგ, სამ პოლიტიკურ სუბიექტთან გავმართეთ მოლაპარაკებები, თუ რა შეიძლებოდა შეხების წერტილები გვეპოვა ასეთი კითხვა დავსვი - პირველი მოსმენის დროს, რა პაკეტებიც მივიღეთ იმასთან მიმართებაში რაიმე წინააღმდეგობა გაქვთ? მათგან მოდიოდა პასუხი, რომ რაღაც შესავსებია და ა.შ. ე ვკითხე - რაც მივიღეთ არის თუ არა მისაღები და ბოლოს გამოიკვეთა, რომ ეს ყველაფერი რაც მივიღეთ, თურმე მისაღებია მაგრამ, მათი გადაწყვეტილება იყო, რომ ამაში მონაწილეობა არ მიეღოთ და მხარი არ დაეჭირათ. ეს არის ხელოვნურად შექმნილი დამაზიანებელი პროცესი, იმისთვის, რომ მათ ხელი არ შეუწყონ მაქსიმალურ ინკლუზიურობას და ამ პროცესში საკუთარ მონაწილეობას. მაგრამ, რეალობა ის არის, რომ ამასაც ვერ გაურბიან, რადგან საკომიტეტო მოსმენებზე, პლენარულ მოსმენებზე მათ მონაწილეობა უწევთ და საბოლოო ჯამში, რითაც საკუთარ თავს ავნებენ, არის ის, რომ იმ დოკუმენტს, რომლის კონტექსტურ ნაწილი რეალურად მოსწონთ, მხარს არ უჭერენ, რათა ეს პროცესი დააზიანონ", - აცხადებს მიქანაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×