რეზონანსი
05.12.2022

ევროპული საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის შესრულებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა განსაკუთრებით გააძლიერა საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულება. ჩვენ გვქონდა უკვე სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტი და ნიდერლანდების პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა. ჩვენს ევროპულ გზას და ინტეგრაციის პროცესს ნიდერლანდების პარლამენტში მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება.

შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებისა და საქართველოს პარლამენტებს შორის არსებულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პარლამენტებს შორის ინტენსიური ურთიერთობა არის კიდევ ერთი საშუალება, რომ პარტნიორებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია, თუ რას აკეთებს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ და შესაბამისად, ევროკავშირმა დროულად მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

„ჩვენ, ნიდერლანდების პარლამენტთან გვაკავშირებს ის განსაკუთრებული პარტნიორობა, რომელიც მომდინარეობს ტვინინგის პროექტისგან, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს და სადაც ჩვენი პარტნიორი გახლავთ სწორედ ნიდერლანდების პარლამენტი. სწორედ ეს თანამშრომლობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ორ პარლამენტს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა შეგვიძლია გვქონდეს კომიტეტების დონეზეც და აქედან გამომდინარე, უფრო ინტენსიურად იყვნენ საქმის კურსში, თუ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ შესრულდეს 12 პრიორიტეტი. მეორეს მხრივ, გავუზიაროთ ჩვენი სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე შეაფასოს ევროკავშირმა საქართველოს პროგრესი და მალე მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×