რეზონანსი
06.12.2022

მიხეილ სააკაშვილის დედა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტი რეანიმაციაში გადაიყვანონ, უარყოფს.

ამასთან, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი ვერ იკვებება, რადგან უჭირს საკვების მიღება.

"დღეს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს რეანიმაციაში გადაჰყავთ, ეს იყო მცდარი ინფორმაცია. რაც შეეხება მის წაქცევას, რამდენიმე დროს წინ მართლაც ჰქონდა ჩალურჯება. რაც შეეხება მის კვებას, ის კი არა რომ უარს ამბობს- ვერ იკვებება, ვერ ღებს საკვებს, უჭირს,"-აცხადებს გიული ალასანია.

განცხადება გააკეთა ასევე სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი საკვებს შერჩევითობის პრინციპით იღებს მისთვის სასურველ დღეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×