რეზონანსი
06.12.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმა დაუდგენელი პირებისგან „საშიში ამანათები" მიიღეს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ ონლაინ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ყველას, ვინც განაგრძობს ამ ამანათების გაგზავნას და ჩვენი საელჩოების დატერორებას, ვთხოვ, მოდუნდეს, არ დახარჯოს თავისი დრო და ფული საფოსტო მარკებზე. ამით ვერაფერს მიაღწევთ. შემიძლია გავიმეორო ეს უკრაინული დიპლომატიის ყველა მტრისთვის, თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენს შეშინებას ან შეჩერებას", - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, გასულ კვირას მადრიდში უკრაინის საელჩომ მიიღო გზავნილი ასაფეთქებელი მოწყობილობით. პირმა, რომელმაც გზავნილი მიიღო, აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღო. მომდევნო დღეებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა და საკონსულოებმა მიიღეს ამანათები, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო.

უცნაური ამანათები ასევე მიიღეს უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში და ჩეხეთში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×