რეზონანსი
06.12.2022

ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება.

„ის იღებს მისთვის სასურველ საკვებს, მისთვის სასურველ დროს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის იმიტომ, რომ სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი. ხაზგასმით ვიტყვი, თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, და არა მხოლოდ და მხოლოდ, თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს", - განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×