რეზონანსი
07.12.2022

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" გამომძიებელი ხვდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოამდგენელმა ექსპრეზიდენტს სისხლის ნიმუშები უნდა აუღოს, მიზეზი, როგორც გამომძიებელი განმარტავს, სამხარაულის მხრიდან დამატებითი შეკითხვებია.

კლინიკაში იმყოფება ადვოკატიც. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ანალიზების ჩატარების მეთოდი არასწორია. შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ  ორგანიზმში მძიმე მეტალების აღმოჩენა ხდება თმისა და ფრჩხილის ნიმუშებით. 

"რა მეთოდითაც ისინი იკვლევენ ამ ანალიზებს, ის არ არის მიღებული, დადგენილი სტანდარტი. რატომ ითხოვენ დაჟინებით, ვერ გეტყვით. სასამართლოზე თუ წარმოადგენენ, ვიტყვით, რომ ეს მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულებაა. ჩვენ ალბათ სხვა მოთხოვნა გვექნება, დაგვასწრონ ექსპერტიზის ჩატარებას. ჩვენი ექსპერტები დაესწრებიან, ქართველი ფიზიკურად და უცხოელები დისტანციურად.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთელი მსოფლიოს სტანდარტით, რაც არის მიღებული, მძიმე მეტალების აღმოჩენა და კვლევა ხდება თმითა და ფრჩხილებით. სხვა მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს. 

ჯერ ბატონ მიხეილ შევხვდები, მერე შევიტან განცხადებას "ვივამედის" ადმინისტრაციის სახელზე, გადმოგვცენ ავადმყოფობის ისტორიის ის გვერდი, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმარი უარს აცხადებს საკვების მიღებაზე განზრახ. თუ ეს მართლაც ასე დაფიქსირდა, რა ზომები გაატარეს ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა  შალვა ხაჭაპურიძემ. 

დღესვე სააკაშვილს დედა, გიული ალასანია შეხვდა. მისი განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს საკვების მიღება უჭირს. ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

"დავდივარ ყოველდღე და ვარ მოწმე იმის, რომ ძალიან ცდილობს, რომ რაღაცა შეჭამოს, მაგრამ 2 ლუკმა არის ხოლმე მაქსიმუმი რაც მე მინახავს. 1 საათი ვზივარ ხოლმე და ვესწრები ამ პროცედურას. ამ 2 ლუკმასაც ვერ ინარჩუნებს და ამოდის უკან. ეწყება ხშირი სუნთქვა, უჭირს ადამიანს საკვების მიღება .

მე მოვისმინე განცხადება იმ ქალბატონის, რომელიც ყოველდღიურად აკვირდება მის მდგომარეობას, ასეთი მორჩილი პაციენტი იშვიათად ჰყოლია," - აღნიშნა გიული ალასანიამ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×