რეზონანსი
07.12.2022

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილმა კანდიდატმა თამარ ალფაიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მზადაა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად და ახლა ის დეპუტატებისგან ელის ტექნიკურ გადაწყვეტილებას.

ალფაიძემ, ასევე, კანონმდებლებს საკუთარი ხედვა გააცნო და შეკითხვებს უპასუხა. 

"მსურს ვიდგე წინა ხაზზე, სადაც ყველაზე ცხელი წერტილია რომ დავიცვა საჯარო ინტერესები. ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს, გადაწყვეტილებები კი სულ ორი სახისაა - ან ეთიკური, ან ტექნიკური. თქვენ კითხულობთ როგორი კადრი გვჭირდება კონკრეტულ თანამდებობაზე? მე ვკითხულობ როგორ დავუბრუნოთ საზოგადოებას რწმენა და ნდობა არჩევნების მიმართ. ვიღაცამ შეიძლება უბრალოდ იკითხოს - რატომ უნდა დავუბრუნოთ საზოგადოებას რწმენა არჩევნების მიმართ, ტექნიკური თვალსაზრისით?! თითოეულმა თქვენგანმა ცალკე აღებულმა იცით, რომ მე თქვენი პროტეჟე არ ვარ, მაგრამ, შესაძლოა, ერთმანეთზე ეჭვობდეთ. დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ, ცესკო ტაძარი იქნებოდა და მის საქმიანობაში ვერასდროს ვერავინ ჩაერეოდა. მე ქალბატონი ვარ და თქვენ წინაშე ვდგავარ, ველი თქვენი მხრიდან ტექნიკურ გადაწყვეტილებას. თუ აქამდე უნდა მოგვეხაზა არჩევნებზე, ახლა უნდა გავაფერადოთ არჩევნები და იმედი მაქვს გავაფერადებთ ჩვენს მომავალსაც", - განაცხადა თამარ ალფაიძემ.

ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატს სიტყვით მიმართა  პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემაც, რატი იონათამაშვილის კითხვა შეეხებოდა ვენეციის კომისიის დასკვნას საარჩევნო სისტემაზე. 

"თუ ეცნობოდით იმ პროცესს, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიდიოდა 12 პუნქტიდან გამომდინარე, უშუალოდ საარჩევნო კოდექსის რევიზიასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ეს კანონის პროექტი იყო გაგზავნილი ვენეციის კომისიაში და იქიდანაც მოვიდა პირველადი დასკვნა, რომელიც არის ხელმისაწვდომი და მაინტერესებს თუ გაეცანით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის​ დასკვნას ამასთან დაკავშირებით,"- ამბობს რატი იონათამაშვილი. 

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს თამარ ალფაიძეს, ასევე სიტყვით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მიმართვაში ახსენა ოპოზიცია, რომლებსაც შეახსენა, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიც არის ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მონაწილეობას არ იღებენ.

"სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენ ეკრანებიდან მოგვიწოდებდნენ ხოლმე, რომ თურმე პროცედურებს არ ვიცავთ, რატომ არ ვესაუბრებით კანდიდატებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად დავგეგმეთ. სამწუხაროა, რომ არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი არ ესწრება გარდა ევროპელი სოციალისტებისა და არ იღებენ მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი. 

ამასთან, ანრი ოხანაშვილთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმაც აღნიშნა, რომ ამ თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა, როგორც მმართველიო ძალის კანონმდებლებთან ისე ოპოზიციასთან სრული კონსენსუსი. 

ამასთან, ანრი ოხანაშვილთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმაც აღნიშნა, რომ ამ თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა, როგორც მმართველიო ძალის კანონმდებლებთან ისე ოპოზიციასთან სრული კონსენსუსი. 

"გული მწყდება, რომ დღეს წარმოდგენილი არ არის სრული პოლიტიკური სპექტრი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად ფართო კონსენსუსი არის საჭირო,"-განაცხადა ალფაიძემ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×