რეზონანსი
07.12.2022

გურჯაანში მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა, დაშავებულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.

ჯეო ჰოსპიტალსის დირექტორის გელა ორველაშვილის განმარტებით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

„შემოიყვანეს ორი დაშავებული, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ქალს ჰქონდა ხელის მოტეხილობა, ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა და გავწერეთ. რაც შეეხება მამაკაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაციები და ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება,“ – განაცხადა ორველაშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.~

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა სოფელ ჭანდართან, გუშინ საღამოს, იმ დროს მოხდა, როცა ავტომანქანა ლიანდაგზე გადასვლას ცდილობდა. მანქანაში მყოფი, 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს.

წყარო: mix.metronome.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×