რეზონანსი
07.12.2022

ღირსებაზე მათგან გვესმის, რომელთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს ღირსებაზე - ღირსებაც გაგვაჩნია და მათ შორის, პირველი ღირსების დამცველი არის ჩვენი პრემიერი და თითოეული ჩვენგანი, ნურავისში შეგეშლებით! - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას.

„დღეს ქვეყანას ჰყავს ჩვენი ხალხის ინტერესების დამცველი პრემიერი და ეს ბატონი (კინზინგერი) იქნება თუ სხვა ნებისმიერი, კარგად ხედავს, რომ ქვეყანას დღეს ჰყავს პატრიოტი, ვაჟკაცი, ქვეყნის ინტერესების დამცველი პრემიერი. თუ ვინმე საერთოდ ღირსებაზე ლაპარაკობს, ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის და ზოგადად ღირსებაზე, ეს ვისგან გვესმის? - იმ პირებისგან, ვის აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ღირსებაზე. დიახ, ღირსებაც გაგვაჩნია და მათ შორის, პირველი ღირსების დამცველი არის ჩვენი ქვეყნის პრემიერი და თითოეული ჩვენგანი, ნურავისში შეგეშლებით, ღირსებას, ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის ღირსებას ვიცავდით და დავიცავთ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, ამერიკელი ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ქართველ მებრძოლთა შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში არაა “მოტყუებული” და ისინი გმირები არიან. "რამდენად მცირე პატივისცემა გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს თითქოს მათ სიმართლე არ იციან?"- წერს კიზინგერი და ღარიბაშვილს მიმართავს - "ასევე, რას იტყვი რუსეთზე?”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×