რეზონანსი
08.12.2022

ღარიბაშვილი თუ ასე ღრმადმორწმუნეა, თავად შეუძლია მიიღოს დარიშხანი და შემდეგ დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას,- ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

როგორც მან აღნიშნა, დაწყებულია პროპაგანდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თვითგანადგურებას ეწევა და ამ გზით პასუხისმგებლობის თავიდან არიდება სურთ.

„წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა ვნახეთ ჩვენ ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" მხრიდან. დაწყებულია ძალიან ბინძური პროპაგანდა, რომ თურმე სააკაშვილი თვითგანადგურებას ეწევა და მისი ჯანმრთელობა მათი პასუხისმგებლობა არ არის. ღარიბაშვილი უფრო შორს წავიდა და ეს ყველაფერი ღმერთს დააბრალა. სააკაშვილთან დაკავშირებით სახეზეა აშკარა შეთქმულება. ღარიბაშვილი თუ ასე ღრმადმორწმუნეა, შეუძლია თავად მიიღოს დარიშხანი და შემდეგ დაელოდოს ღმერთის ნების აღსრულებას", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვერავის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი ვერ იქნება და ყველას სიცოცხლე ღმერთს აბარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×