რეზონანსი
08.12.2022

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქმის კურსში არიან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაურესების თაობაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული.

"ჩვენ რა თქმა უნდა საქმის კურსში ვართ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, რაც ჩვენი შეშფოთების საგანია. ჩვენ კავშირზე ვართ მის ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან, ისევე როგორც ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება იყოს დაცული და რაც შეეხება მის მომავალს, ეს რა თქმა უნდა საქართველოს სასამართლოების გადასაწყვეტია", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე გიორგი არევაძე ხვალ, 9 დეკემბერს 13 საათზე იმსჯელებს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობაზე.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზადაა პროცესს დაესწროს და ჩვენება მისცეს. ჯერჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრების უფლება ექიმები და პენიტენციური სამსახური, რადგან წინა სასამართლო სხდომაზე, სურვილის მიუხედავად, ის პროცესს არ დაასწრეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×