რეზონანსი
08.12.2022

უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ოთხშაბათს ცივი წყალი გადაასხა რუსეთის წინადადებას „გაზის გაერთიანების" შესახებ, რომელიც მოიცავს შუა აზიის ქვეყნებს და თქვა, რომ ტაშკენტი არ დათანხმდება პოლიტიკურ პირობებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მის ეროვნულ ინტერესებს - წერია საერთაშორისო მედია, Reuters-ის სტატიაში.

„რუსეთთან გაზის შეთანხმება რომც გაფორმდეს, ეს არ ნიშნავს გაერთიანებას. მიდიოდა მოლაპარაკებები რუსული გაზის მილსადენით მიწოდებაზე ყაზახეთის გავლით, მაგრამ ეს იქნებოდა „ტექნიკური ხელშეკრულება" და არა გაერთიანება. თუ სხვა ქვეყნიდან შემოვიტანთ გაზს, ვითანამშრომლებთ მხოლოდ კომერციული, გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით პოლიტიკურ პირობებს გაზის სანაცვლოდ.",- თქვა უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამაჰმუდოვმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უზბეკეთისგან "გაზის გაერთიანებაში" შესვლაზე უარი მიიღო იმ ფონზეც კი, როცა ქვეყანა, მათ შორის დედაქალაქი ტაშკენტი, განიცდიდა გაზის დეფიციტს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგან ცივი პერიოდის გამო, მოხმარება გაიზარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×