რეზონანსი
08.12.2022

„ნაციონალურ მოძრაობას" აბსოლუტურად არ აინტერესებს არც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, არც მისი ჯანმრთელობა და არც მიხეილ სააკაშვილი. უბრალოდ ახლა ცდილობენ, სააკაშვილი, როგორც ბოლო კოზირი, პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" გაკოტრდა და ახლა ცდილობენ, ხავსს მოეჭიდონ.

„ნაციონალურ მოძრაობას" აბსოლუტურად არ აინტერესებს არც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, არც მისი ჯანმრთელობა და არც მიხეილ სააკაშვილი. უბრალოდ ვინაიდან თვითონ გაკოტრდნენ და მათი რეიტინგი ნულზე დავიდა, ვინაიდან ერთმანეთს დაეტაკნენ და ერთმანეთის ჭამაზე არიან გადასული, ახლა ცდილობენ, სააკაშვილი, როგორც ბოლო კოზირი, პოლიტიკურ ბრძოლაში გამოიყენონ. რამდენად გამოუვათ, თავად დაინახავთ.

რაც შეეხება მათ მიერ შესაძლო რადიკალურ ზომებს, მათ რომ რადიკალური ზომების მიღების თავი ჰქონოდათ, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. ხან ცხელი გაზაფხულით იმუქრებიან, ხან ცხელი ზაფხულით, შემოდგომით და ხან ზამთრით, მაგრამ ვერაფერს აღწევენ. სწორედ ამიტომ, უცხოელი მფარველები უკვე ხედავენ, რომ გაკოტრდნენ. ახლა იქიდან ჩაერთნენ უცხოელი პოლიტიკოსები საქართველოს შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. გაკოტრდა „ნაციონალური მოძრაობა", გაკოტრდა რადიკალური ოპოზიცია და რადიკალური ოპოზიციის აზრები, ახლა ცდილობენ, ხავსს მოეჭიდონ და რაღაცით იტივტივონ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×