რეზონანსი
08.12.2022

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთს შეუძლია ომი უკრაინაში ნებისმიერ დროს დაასრულოს, თუ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოისურვებს. მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს იცის.

პესკოვმა კომენტარი გააკეთა ზელენსკის განცხადებაზე, რომ ომი შესაძლოა 2023 წელს დასრულდეს.

"ზელენსკიმ იცის, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი ხვალ შეიძლება დასრულდეს, თუკი [კიევი] მოისურვებს", - თქვა მან.

პესკოვის თქმით, რუსი ოკუპანტები აპირებენ დაიბრუნონ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გათავისუფლებული ტერიტორიები, ვინაიდან, კრემლის თქმით, უკრაინის მიწები "ოკუპირებულია კიევის მიერ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×