რეზონანსი
08.12.2022

ხუთშაბათს დიდი აფეთქების ხმა გაისმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საპორტო ქალაქ სევასტოპოლში. რუსეთმა განაცხადა, რომ თავდასხმა დრონით მოხდა.

ქალაქში რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ზღვის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

"ჩვენი სამხედროები, როგორც ყოველთვის, კარგად მუშაობდნენ", - დასძინა მან.

შავი ზღვის ფლოტის სათაო ოფისი სევასტოპოლში მდებარეობს. ომის განმავლობაში მოსკოვი გემებს საკრუიზო რაკეტების გასაშვებად იყენებდა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ელექტრო ქსელზე.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ხუთშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყირიმი და სევასტოპოლი შეტევების საფრთხის წინაშე დგანან, მაგრამ რეგიონი მზადაა მათი მოგერიებისთვის. პესკოვმა დასძინა, რომ "ეფექტური ზომები მიიღება [შეტევების] დასაძლევად".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×