რეზონანსი
08.12.2022

"დღეს საქართველოს ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას მუშაობის ბოლო დღეა. იმედი მაქვს, შემდეგი ომბუდსმენი დამტკიცებული იქნება გამჭვირვალედ და სწრაფად, რათა გააგრძელოს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება საქართველოში"- წერს ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი.

მან ნინო ლომჯარიას მადლობა გადაუხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლომჯარიას მაქსიმალურად თავდადებული მუშაობისთვის და იმისთვის, რომ არ იშურებდა ძალისხმევას ადამიანის უფლებების დაცვისთვის, კარგი მმართველობის წინ წაწევისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის საქართველოში. იმედი მაქვს, რომ შემდეგი ომბუდსმენი დამტკიცებული იქნება გამჭვირვალედ და სწრაფად, ყველა დაინტერესებული მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა მან გააგრძელოს ომბუდსმენის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება" - წერს კალიურანდი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×