რეზონანსი
08.12.2022

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია „სახალხო დამცველის გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერი იყო".ირაკლი კობახიძის თქმით, ლომჯარია „რეალურად, მთლიანად პოლიტიკაში იყო ჩართული".

„განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების გადატრიალების მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა ჰქონდა. მთლიანად პოლიტიკური იყო მისი დღის წესრიგი. მისი ანგარიშები რომ ნახოთ, ნახავთ, რომ ადამიანის უფლებების ნაწილში საერთოდ არაფერია, მისი დღის წესრიგი მთლიანად პოლიტიკური იყო - ერეოდა საგარეო, საშინაო პოლიტიკაში, გამოდიოდა პოლიტიკური განცხადებებით, ეს არ შეშვენის, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ახალი სახალხო დამცველის არჩევის მიმართულებით კონსენსუსის შესაძლებლობას, კობახიძე აცხადებს, რომ „შანსი არის".

„ვნახოთ, გაგრძელდება კონსულტაციები და ამის მიხედვით ვნახავთ, რამდენად არის შესაძლებელი კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო დამცველის არჩევა.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, კრიტერიუმები არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კომპეტენცია, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და ამ კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს ახალი სახალხო დამცველი", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მოქმედ სახალხო დამცველს არც ერთი ჰქონდა, არც მეორე და არც მესამე", რაც მისი შეფასებით, „ძალიან სამწუხაროა".

ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობა დღეს, 8 დეკემბერს დაასრულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×