რეზონანსი
08.12.2022

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტ კოენ ლენარტთან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო იმიტომ, რომ ვისაუბრეთ თანამშრომლობის მომდევნო ნაბიჯებზე. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად საპარლამენტო დელეგაციის ეს ვიზიტი, რომელიც ეხებოდა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს იყო ძალიან საჭირო და შედეგიანი", - განაცხადა „რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ლუქსემბურგში ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, ასეთი სახის ვიზიტები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

„შეიძლება ვთქვათ, რომ მთავარი რამ, რაც არის ევროპა, ეს არის მრავალფეროვნება ერთიანობაში და ერთიანობა მრავალფეროვნებაში. სწორედ, ამ სტრუქტურებში ელოდებიან საქართველოს და ახლა ჯერი ჩვენზეა - ხელისუფლებაზე და ოპოზიციაზე, როგორ შევასრულებთ იმ დავალებებს, რომელიც მოგვცა ჩვენმა პარტნიორმა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×