რეზონანსი
08.12.2022

პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებსაც ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები არალეგალურად გადაჰყავდათ, დაკავებულთა შორის 2 ქართველია.

ოპერაცია "ევროპოლის" კოორდინაციით ჩატარდა. არსებული ინფორმამაციით, საქმეზე დაკავებულია 23 ადამიანი, საქართველის 2 მოქალაქე, 8 პოლონელი, 9 უკრაინელი, 2 ტუნისელი, ერაყელი და ბელარუსი. გამოძიებას ლუბლინის პოლიცია ატარებს. სასამართლომ 15 პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიიღო.

გარდა ამისა, "ევროპოლის" ინფორმაციით, იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირში მიგრანტების არალეგალურად შეყვანის მცდელობისთვის ჯამში, 61 ადამიანია დაკავებული.

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომელთა შორისაც იყვნენ ძირითადად სირიისა და თურქეთის მოქალაქეები, ერაყიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქალაქეები სხვადასხვა უკანონო დერეფნით გადაჰყავდათ. მათივე ცნობით, ერთი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის 3 000-დან 15 000-მდე ევროს ითხოვდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×