რეზონანსი
24.01.2023

ეს ტერმინოლოგია, რომ „ქართული ოცნება" არის „რუსული ოცნება" - ვინც ამას ავრცელებს, მათთვის გასაგონად უნდა ითქვას ერთი რამ - საქართველომ აირჩია განსხვავებული პოზიცია, იმიტომ რომ იყო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ყველაზე სარისკო მდგომარეობა. მოლდოვას კონტექსტიც კი სხვაა - საქართველოს მდგომარეობაში არავინ არის. ასეთ სიტუაციაში გვაქვს უფლება, დავიკავოთ სხვა პოზიცია, - ამის შესახებ „ქრონიკის" ეთერში საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის" დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

„მე ვემხრობი ვერსიას, რომლის თანახმადაც, ნამდვილად არსებობს ტენდენცია, რომ საქართველოს ცოტა სხვა პოზიცია უნდა ჰქონოდა არჩეული უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებაში. ეს ტერმინოლოგია, რომ „ქართული ოცნება" არის „რუსული ოცნება" - ვინც ამას ავრცელებს, მათთვის გასაგონად უნდა ითქვას ერთი რამ - საქართველომ აირჩია განსხვავებული პოზიცია, იმიტომ რომ იყო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ყველაზე სარისკო მდგომარეობა. მოლდოვას კონტექსტიც კი სხვაა - საქართველოს მდგომარეობაში არავინ არის. ასეთ სიტუაციაში გვაქვს უფლება, დავიკავოთ სხვა პოზიცია. დასავლეთში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და ძალიან ბევრი გულდასაწყვეტი სიგნალი მოდის. ასევე გასაგებია, რომ რუსეთი პარაზიტირებს დასავლეთში არსებულ პრობლემებზე და ამან გახადა სენსიტიური დასავლეთისადმი შენიშვნის გაკეთება, იმიტომ რომ რუსეთიც სწორედ ამაზე აპელირებს, რომ დასავლეთს აქვს რაღაც ნაკლოვანებები - რომლებიც მას მართლა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა ხედავ დასავლეთის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ ამ ნარატივზე დასმულად არ გამოგაცხადოს, შენ ამაზე არაფერი თქვა. მათ დაიწყეს მოსაზრებათა ფაქტებად გასაღების ინსტრუმენტის გამოყენება. ეს ძალიან მძიმე იარაღია. ათი ადამიანი გაახმოვანებს რაღაც მოსაზრებას და შემდეგ მე-11 ადამიანი ამას ყიდის, როგორც შემდგარ ფაქტს. დასავლეთშიც თვითონ პოლიტიკოსები გახდნენ ამის მძევლები. მნიშვნელოვანი გახდა ის კი არა, რა არის, არამედ ის - რა ჩანს", - აცხადებს რომან კაკულია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×