რეზონანსი
24.01.2023

გერმანიის მთავრობა Leopard 2-ის ტანკების რეექსპორტზე ნებართვას ხვალ გასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების მიწოდებას.

ბორის პისტორიუსის თქმით, თუ ოფიციალური ბერლინი ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებს, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს.

23 იანვარს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს მიაწვდის, თუ ის მოახერხებს სახელმწიფოთა მცირე კოალიციის შექმნას, რომლებიც იგივეს გააკეთებენ.

პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ეს პირობა დაკმაყოფილდება, პოლონეთი მზად იქნება, უკრაინას გერმანული წარმოების აღნიშნული ტანკები მიაწოდოს ოფიციალური ბერლინის თანხმობით ან მის გარეშე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×