რეზონანსი
31.01.2023

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მას და ასევე კლინიკის სამედიცინო პერსონალს ემუქრებიან. მედიასთან ჩხაიძეს არ დაუკონკრეტებია ვინაა მუქარის ავტორი. ჩხაიძე ამბობს, რომ ყველა ეს პირი დასახელდება და ვარაუდობს, რომ შესაბამისი ორგანოებიც დაინტერესდებიან.

"კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ, წარმოუდგენელი მუქარების ქვეშ, იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე, არა ჩვენზე კონკრეტულად, უკვე ოჯახის წევრებზეც. ყველა ეს ადამიანი დასახელდება, ყველა ამ ადამიანით დაკავდება ალბათ შესაბამისი სამსახურები, მე ვფიქრობ, რომლებსაც ეს ევალებათ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ყველა ამ ქმედებას იცით თქვენ, რომ მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც [გვემუქრებიან], ეს იქნება სატელეფონო, ეს იქნება მესიჯები, სოციალურ ქსელში თუ ასე შემდეგ", - თქვა ჩხაიძემ.

ცოტა ხნის წინ გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ კლინიკაში შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადასაყვანად. აღნიშნული ჯერ კლინიკას არ დაუდასტურებია.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×