რეზონანსი
31.01.2023

თამარ ჩერგოლეიშვილის "ფეისბუქ" პოსტზე, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლით თარიღდება და პირადი ჩათიდან არის გატანილი, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ერთიანი თუ დაშლილი სახით არანაირი მისწრაფება არ აქვს ქვეყნის აღმშენებლობის საკითხებზე ისაუბროს.

"ამ გაერთიანებას, რამოდენიმე გაერთიანებას თუ დაშლილ გაერთიანებას, არანაირი მისწრაფება არ აქვს იმისკენ, რომ აღმშენებლობის თემაზე ან ილაპარაკოს, ან პოლემიკა ამ თემებზე გამართოს. ეს პრაქტიკულად არის მავნებლური ძალა, ჩამოყალიბებული, რომელსაც შეუძლია და არც მალავენ ამას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რისი პერსპექტივაც მე მგონი არ არსებობს, საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეუქმნას ქვეყანას," - აცხადებს ვოლსკი.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ჩერგოლეიშვილის ეს პოსტი "ნაციონალური მოძრაობის" დაყოფის დასაწყისი იქნება.

"რაც დღეს ჩერგოლეიშვილმა დაწერა, რომ ეს იყო 2016 წლის ჩათში არსებული, ანუ ავთენტურობა პრაქტიკულად დაადგინა და ა.შ., რომ კეზერაშვილი იბრძვის არასწორი წესებით - საინტერესოა როდის აქეთ გაიგეს შერგოლეიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, რომ კეზერაშვილი არასწორი წესებით თამაშობდა, თავის დროზე რატომ არ ამბობდა ამას.

ჩერგოლეიშვილის ეს სტატუსი არის დასაწყისი იმისა, რომ პრაქტიკულად უნდა გაფორმდეს "ნაცმოძრაობის" დაშლა სხვადასხვა ნაწილებად. შესაბამისად, ამ ე.წ. პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც აღარ უარყოფენ იმას, რომ რამდენიმე ნაწილად აუცილებლად დაიყოფა პარტია," - თქვა მაჭარაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×