რეზონანსი
01.02.2023

"ყალბი ინფორმაციის" გავრცელების გამო, რუს ჟურნალისტს, ალექსანდრ ნევზოროვს დაუსწრებლად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მოსკოვის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ "ყალბი ამბების" გავრცელებაში. გამომძიებლებმა ნევზოროვის წინააღმდეგ საქმე აღძრეს გასულ წელს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალის გამო, რომელშიც მან რუსეთის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო საავადმყოფოს განზრახ დაბომბვაში, მტკიცება მოსკოვის თქმით, მცდარი იყო.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდიდა, თუ ოდესმე დაბრუნდებოდა რუსეთში.

ნევზოროვმა, რომლის "Youtube-ის" არხს 2 მილიონამდე გამომწერი ჰყავს, მის წინააღმდეგ გამოძიებას სასაცილო უწოდა და გასული წლის მარტში მეუღლესთან ერთად ქვეყანა დატოვა.

მას უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა ივნისში, მას შემდეგ რაც საჯაროდ დაგმო რუსეთის შემჭრა და ომს "დანაშაული" უწოდა, უკრაინას კი - მსხვერპლი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრიდან რვა დღის შემდეგ, რუსეთმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას იმ პირებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან რუსი სამხედროების შესახებ „ყალბი" ამბების განზრახ გავრცელებისთვის.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×