რეზონანსი
02.02.2023

,,აი იას” წევრი ვატო შაქარიშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს შეეხება:

,,ქვეყანა თავზე ენგრევა, ყოველდღიურად ასობით ადამიანი ეღუპება, ტერიტორიებს კარგავს, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია, დარჩენილი მოსახლეობის კვების და გათბობის უმძიმესი პრობლემები აქვს… ეს კიდევ სიმულიანტი დამნაშავის - სააკაშვილის - ფოტოებით დარბის…

ზელენსკი გვევლინება ანტიქართული შეთქმულების ავანგარდში! ამ ყველაფერზე კასიანოვის საგარეოში დაბარება ნამდვილად ვეღარ იქნება შესაფერისი პასუხი! მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ?! დაწყებული ელჩის გაწვევით, არ დარჩენილა უმაღლესი თანამდებობის პირი ომში ჩართვისკენ რომ არ მოეწოდებინა, ხან რას აბრალებენ ჩვენს ქვეყანას და ხან რას?! ომს თუ გამოგვიცხადებენ ოფიციალურად, მეტი რაღა დარჩა?

P.S. სააკაშვილმა „შპიგელში” დაწერა უკრაინაში ჩანერგილმა რუსეთის სპეცსამსახურებმა გამომაგზავნეს არაჟნებთან ერთადო და ზელენსკიც უმალ გააქტიურდა… ბევრი აქვს ეტყობა ამაზეც მოსაყოლი…” - დაწერა შაქარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×