რეზონანსი
02.02.2023

გასულ წელს საქართველოში 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 3 3805 ფაქტი (62.1%) გახსნეს.

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი - 15 862 შემთხვევა (გაიხსნა 8477) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 4106 (გაიხსნა 3586) და მუქარის 3699 (გაიხსნა 3280) ფაქტი.

ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 1470 შემთხვევა, საიდანაც 212 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 42 და 32 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 68 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 74 და 47 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 117 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 1070 შემთხვევა - გაიხსნა 21. გარდა ამისა, დაფიქსირდა 2417 სატრანსპორტო დანაშაული.

რაც შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:

გაუპატიურება - 176, გაიხსნა 123; ნარკოტიკული დანაშაული - 5471, გაიხსნა 5170; სამოხელეო დანაშაული - 577, გაიხსნა 162; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა - 68, გაიხსნა 46.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 3.39%-ით არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი - 2021 წლის იანვარ-ივლისში სამართალდამცავმა ორგანოებმა აღრიცხული 56343 დანაშაულიდან 49.82% გახსნეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×