
„მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, დაექვემდებაროს ექიმების რჩევებს და მიიღოს საკვები. ასევე, არ ვიცი, საქართველოს პრეზიდენტი რომ იყავი კაცი და შენს გულს სხვაგან აგზავნი ფოსტით ცოტა უხერხულია",- აღნიშნავს დავითულიანი.
ამასთან ის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის მიიჩნევს, რომ „საქართველოს მთავრობას აქვს მიზანი - მოკლას სააკაშვილი". როგორც დავითულიანი განმარტავს, ზელენსკი საკუთარ მოქალაქეზე ზრუნავს.
"ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე, როგორც უკრაინის მოქალაქეზე წუხს. ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებაში. თუ ის ზრუნავს თავის მოქალაქეზე, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებასა და მოქალაქეზე ვზრუნავთ. არ უნდა დაავიწყდეს ზელენსკის, რომ უკრაინიდან საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში პირდაპირ არის ბრალდებული", - აღნიშნავს დავითულიანი.