რეზონანსი
02.02.2023

NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აღნიშნულ კვლევას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ არ არის რელევანტური ის ინფორმაცია, რომელიც კვლევის შედეგებშია მოცემული.

"როდესაც მოსახლეობის 55% ან გაძლევს პასუხს, ან უარზეა, ან არ იცის, აქედან გამომდინარე დანარჩენ 45%-ში გამოკითხულის შედეგით იმსჯელო თუ რა მხარდაჭერა აქვს კონკრეტულ პარტიას, ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რელევანტური, იმდენად, რამდენადაც ბევრი სხვა შინაარსით დატვირთული ინფორმაცია ამოვიკითხეთ იქ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

"გირჩის" ლიდერი იაგი ხვიჩიაც იმავეს ამბობს და ასევე აცხადებს, რომ პოლიტიკურ ნაწილში, ასეთი ტიპის კვლევებით, არასოდეს ხდებოდა რეალური მდგომარეობის გაგება.

"კვლევა, სადაც შდეგად ამოვა ის, რომ 25% აძლევს ხმას "ქართულ ოცნებას", 6% "ნაცებს" და მეტი არაფერი არ ვიცით - ზოგადად არც უნდა გამოქვეყნდეს, რადგან მას, ჩემი აზრით არანაირი ღირებულება არ აქვს. ზოგადად ასეთი ტიპის კვლევებით, არასოდეს არ ხდებოდა რეალური მდგომარეობის გაგება პოლიტიკურ ნაწილში,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

დღეს, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა NDI-მ ახალ კვლევა გამოაქვეყნა. ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, 2 519 პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება. ცდომილების ზღვარი კვლევაში +- 1.6 პროცენტს შეადგენს. კვლევა ჩატარებულია "სიარარსი საქართველოს" მიერ.

წყარო: "რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×