რეზონანსი
02.02.2023

მოვისმინეთ, ზელენსკის განცხადება სააკაშვილის ფოტოებით, იქით იყო სანდუს განცხადება, აშკარაა, რომ მათ შორის სერიოზული კოორდინაციაა, რათა პროექტი, რასაც სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ჰქვია, განხორციელდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ეს არის პროექტი, რომელიც სააკაშვილის დაკავებიდან მეორე დღეს დაიწყო.

„ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა - რატომ ითხოვდნენ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას მაშინ, როცა ევროპარლამენტში დებატები იყო ჩანიშნული და სააკაშვილის ფოტოების გამომზეურება, იმიტომ ხომ არა, შემდეგ ზელენსკის კამერებისთვის ეჩვენებინა? საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ეს არის პროექტი, რომელიც სააკაშვილის დაკავებიდან მეორე დღეს დაიწყო. ისეთი რამე არ არსებობს, რომ სააკაშვილმა დაპატიმრებიდან მეორე დღესვე შიმშილობა დაიწყო. ეს ყველაფერი იმისთვის ხორციელდება, რომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება მოხდეს, მისი სიმართლედ გასაღება და სააკაშვილის დანაშაულებისგან დახსნა. იმ დანაშაულებისგან, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×