რეზონანსი
04.02.2023

ლანჩხუთში სტიქაროსნებს შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოანე (კვარაცხელია) განმარტავს, დაპირისპირება სტიქაროსნებს შორის არა ტრაპეზის დროს, არამედ სოფლის ცენტრში მოხდა.

სასულიერო პირის თქმით, არ იცოდა, რომ მამუკა წიკლაური დაჭრილი იყო.

„რომ გავედი იმ ბიჭმა მითხრა, მამაო, თუ შეიძლება ლანჩხუთში ჩამიყვანეო. მე მივიყვანე ლანჩხუთში და აქვე შევალო მითხრა, რაღაცო მტკივაო, გვერდიო მითხრა, ჩემი ცოლი მოიყვანეო. წავედი, დავტოვე და თავისი ცოლი მივიყვანე. მე არ ვიცოდი, დაჭრილი რომ იყო? მამუკა წიკლაური არის ჩემი სტიქაროსანი, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი დაჭრილი რომ იყო, წირვაზე ვიყავი-მეთქი გეუბნები. ტრაპეზზე არ მომხდარა ეს, პატრულმაც იცის, ყველამ იცის, რომ ეს მოხდა სოფლის ცენტრში. საავადმყოფოს გვერდზე დავტოვე და მთხოვა მე შევალ ჩემი ცოლი ექიმია და მომიყვანეო. წავედი ცოლი მოვუყვანე", - აცხადებს სასულიერო პირი.

„პაციენტი როდესაც შემოვიდა, აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. საოპერაციოში შეიყვანეს და როდესაც მუცლის ღრუ გაიხსნა, დაზიანებული აღმოჩნდა ღვიძლი, ღვიძლის კიდე, საიდანაც მოდიოდა სისხლი. პაციენტი თავისი ფეხით არის მოსული", - ამბობს ექიმი.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. არ არის გამორიცხული, სისხლის სამართლის საქმე სასულიერო პირის წინააღმეგაც დაიწყოს. არსებული ინფორმაციით, შსს-ს მამა იოანე კვარაცხელია ამ დრომდე არ გამოუკითხავთ.

წყარო: მთავარი არხი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×