რეზონანსი
04.02.2023

რა ომი უნდა აწარმოონ და ვის წინააღმდეგ? ცოტა კომიკურია ეს მუქარები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ნაციონალური მოძრაობის" წევრ, გიორგი ჩალაძისა და გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

„რომელი ცნობილი მთავარსარდლები არიან?! რა კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ, წარმოდგენა არ მაქვს. რა ომი უნდა აწარმოონ და ვის წინააღმდეგ? ცოტა კომიკურია ეს მუქარები. კიდევ ერთხელ ვამბობ, გონს მოეგონ და თავის ლიდერს მოუწოდონ, გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. სიკვდილის შემთხვევა დაჰბრალდება სწორედ ეგეთ ადამიანებს, როგორიც არის ჩალაძე და სხვები, ვინც იმას მოუწოდებენ, რომ თვითდაზიანების რეჟიმში იყოს", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ „ფორმულას" ეთერში განაცხადა: „თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა".

გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში განაცხადა: „ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს!"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×