რეზონანსი
04.02.2023

ქუთაისში, მშვიდობის ქუჩაზე ორმა მიუსაფარმა ძაღლმა შუახნის ქალბატონი დაკბინა.

ძაღლები იქვე მაცხოვრებლებს ჰყავთ მიკედლებული, თუმცა ისინიც კი აღნიშნავენ რომ ცხოველები აგრესიულები არიან. „გვყავდა გამოძახებული სპეციალური სერვისები, მოვიდნენ მათი თანამშრომლები დახედეს და წავიდნენ".

როგორც ირკვევა ეს პირველი შემთხვევა არაა და ამავე ძაღლებმა რამდენიმე დღის წინ ახალგაზდა მამაკაციც დაკბინეს.

ის რომ მდგომარეობა სახარბიელო არაა ამაზე ცოფის საწინააღმდეგო აცრის სტატისტიკაც მეტყველებს:

იმერეთში 2022 წელს 7390 ადამიანმა გაიკეთა ცოფის საწინააღმდეგო აცრა, კერძოდ ქუთაისში კი 3114 .

წყარო: mega.tv

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×